ალექსანდრე ღლონტი

მეცრნიერ თანამშრომელი

პოზიცია: მეცრნიერ თანამშრომელი

ელ.ფოსტა: aleksandre.glonti@gmail.com

ალექსანდრე არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. ის ასწავლის სისხლის სამართალს, კრიმინოლოგიას და კიბერ უსაფრთხოებას. ვიდრე ალექსანდრე დაიწყბდა საკქმიანობას უმაღლესი განათლების მიმართულებით, ის მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ – გამომძიებლად. იქ, მას ჩაუტარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს, გაერთიანებული სამეფოს სკოტლენდ იარდის სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის და ოსლოს პოლიციის აკადემიის სპეციალისტებმა. მოგვიანებით ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წამყვან სეპციალისტად, სადაც ის მუშაობდა კიბერ დანაშაულთან და კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებზე. ალექსანდრე არის ფრაიბურგის უნივერსიტეტის და მაქს მპლანკის ინსტიტუტის დოქტორანტი. სადისერტაციო კვლევაში ის შეისწავლის ინტერნეტს, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმს. ალექსანდრე არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი. მისი ინტერესის სფეროს მოიცავს სამართალი, კრიმინოლოგია, კომპიუტერული სამართალი, კიბერ უსაფრთხოება, პროგრამირება, კრიპტოგრაფია და ხელოვნური ინტელექტი.