info@law.org.ge
+99532200171 (116)

Single Blog Title

This is a single blog caption

სამართალი და მსოფლიო ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (BOAI) საერთაშორისო დეკლარაციის ხელმომწერი მხარე გახდა

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „სამართალი და მსოფლიო“ ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (Boudapest open access initiative – BOAI) საერთაშორისო დეკლარაციას ხელი მოაწერა.

აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსოფლიო მაშტაბით ციფრულად უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ყველა წევრისთვის (მეცნიერი, მასწავლებელი, სტუდენტი და ნებისმიერი დაინტერესებული პირი) სამეცნიერო გამოცემებზე სრულიად უფასო და შეუზღუდავი წვდომა, კერძოდ: მომხამრებელს საშუალება ექნება წაიკითხოს, ჩამოტვირთოს, დააკოპიროს, გაავრცელოს, დაბეჭდოს, მოძებნოს ან დააკავშიროს ამ სტატიების სრული ტექსტი, მოიძიოს ისინი ინდექსაციისთვის, გადასცეს ან გამოიყენოს სხვა კანონიერი მიზნებისთვის ფინანსური, იურიდიული ან ტექნიკური ბარიერების გარეშე. გარდა იმ ბარიერებისა, რომლებიც განუყოფელია თავად ინტერნეტზე წვდომასთან. რეპროდუქციისა და გავრცელების ერთადერთი შეზღუდვა უნდა იყოს ავტორებისთვის კონტროლის მინიჭება მათი ნაშრომების მთლიანობაზე და სათანადო აღიარებისა და ციტირების უფლებაზე.

სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნა დააჩქარებს კვლევას, გაამდიდრებს განათლებას, გახდის სამეცნიერო ლიტერატურას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს რაც საფუძველს ჩაუყრის კაცობრიობის სამეცნიერო აკადემიურ გაერთიანებას, ხელმისაწვდომს გახდის ცოდნის ძიებას. 

Boudapest open access initiative – BOAI : https://www.budapestopenaccessinitiative.org/read/?fbclid=IwAR2h8EQ29UtaWHh2Y0aW3Od48FogvlhKpCBavlTWPGB165Ku8U5wbL8s3AI

Leave a Reply