info@law.org.ge
+99532200171 (116)

Single Blog Title

This is a single blog caption

ფრანგულ-ქართული სამეცნიერო კონფერენცია: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლერმები 2021 (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება)

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 2021 წლის 23 ოქტომბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.

კონფრენციაში მონაწილე ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში სიტყვით წარსდგნენ საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანგი მოსამართლე მარსელ კლაჯნბერგი (გრენობლი), საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები – თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი.

კონფერენციას დაესწრნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები: ლოლა ობერტინი, ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე. მოწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს სამოსამართლო კორპუსის წარმომადგენლები, ადვოკატები და არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კონფერენცია “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

 

Leave a Reply