მისია

ვინ ვართ ჩვენ

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი არის ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი. იგი წარმოადგენს სამართლის სამეცნიერო-აკადემიურ პლატფორმას, რომელიც თანამშრომლობს სამეცნიერო აკადემიურ ცენტრებთან, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო მაშტაბით, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ფორუმებს, დისკუსია დებატებს და ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტებს სამართლის მიმართულებით.

ჩვენი მისია

სამართლის ინსტიტუტის მისიაა საქართველოში სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის განვითარება, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ინოვაციური კვლევებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებით.

რას ვაკეთებთ

ინსტიტუტი თავისი მისიის განხორციელებას უზრუნველყოფს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • სამართლის სფეროში სამეცნიერო კვლევები
  • ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს თანამედროვე ცოდნაზე და მაღალი აკადემიური ხარისხის სტანდარტებზე დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას სამართლის სფეროში. ამ მიმართულებით ხორციელდება კვლევითი პროექტები, მზადდება და გამოიცემა სამეცნიერო წიგნები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.

  • პერიოდული სამეცნიერო გამოცემა
  • ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „სამართალი და მსოფლიო“, რომელიც სამართლის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში გავრცელების სტაბილურ პლატფორმას წარმოადგენს.

  • აკადემიური ღონისძიებები
  • ინსტიტუტი ხელს უწყობს სამეცნიერო დისკუსიასა და ცოდნის გაცვლას საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ საზოგადოებაში. ამ მიზნით რეგულარულად ტარდება საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, სემინარები, სიმპოზიუმები, პანელური დისკუსიები და საჯარო ლექციები.

  • სწავლება და პროფესიული განვითარება
  • ინსტიტუტი ატარებს პროფესიულ საკვალიფიკაციო სერტიფიცირებულ ტრენინგ კურსებს სამართლის სფეროში ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს პრაქტიკოსი იურისტების, მკვლევრებისა და სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას.