იოსებ კელენჯერიძე
დირექტორი

ტელეფონი: +99532200171 (116)
პოზიცია: დირექტორი
ელ.ფოსტა: ioseb.kelenjeridze@gmail.com
საერთაშორისო სამართლის დოქტორი იოსებ კელენჯერიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2000 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, რომანისტიკის სპეციალობით (ფრანგული ენა და ლიტერატურა). 2005-2007 წლებში სწავლობდა საფრანგეთში გრენობლის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Maset II). 2015 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს დიპლომირებული პროფესიონალური სასწავლო კურსები საერთაშორისო სამართალში ჟან მონეს (რენი) და სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტებში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავლილი აქვს პროფესიული წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (2012-2015 წწ). სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამჟამად არის ევროპის უნივერტიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „სამართალი და მსოფლიოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტის, სემინარისა და ტრენინგის ორგანიზატორი და მონაწილე. კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში.