
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო გამომცემლობა „სამართალი და მსოფლიო“ CLOCKSS-ის ქსელში
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო გამომცემლობა „სამართალი და მსოფლიო“ საერთაშორისო წამყვანი აკადემიური გამომცემლებისა და კვლევითი ბიბლიოთეკების მდგრად ციფრულ არქივს — CLOCKSS-ს შეუერთდა. აღნიშნული გაწევრიანებით, საქართველოც ოფიციალურად გახდა CLOCKSS-ის გლობალური ქსელის ნაწილი.
CLOCKSS წარმოადგენს მდგრად ციფრულ არქივს, რომლის მიზანია ვებ-პორტალზე განთავსებული სამეცნიერო შინაარსის გრძელვადიანი დაცვა და შენარჩუნება. მისი უსაფრთხო, მტკიცე და დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა გათვლილია ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და პოლიტიკური რისკების გადატანაზე. მძიმე ტექნოლოგიური თუ ბუნებრივი გამოწვევის შემთხვევაშიც კი, ციფრული კონტენტის დაცულობა გარანტირებულია, რადგან 11 ალტერნატიული ლოკაცია სარკისებურად უზრუნველყოფს დაზიანებული არქივის სარეზერვო ასლს და აღდგენას.
ამასთან, CLOCKSS-ის კონტენტი ინახება 12 სერვერზე, რომლებიც განთავსებულია წამყვან აკადემიურ ბიბლიოთეკებში მსოფლიოს მასშტაბით. არქივი გამოირჩევა ძლიერი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის უსაფრთხოებით, რაც უზრუნველყოფს სამეცნიერო მასალების საიმედო და გრძელვადიან შენარჩუნებას..
კომენტარები