European University Institute of Law

წევრობა

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნება: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და მეცნიერ თანამშრომელი.

მთავარ მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

უფროს მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამივე შემთხვევაში აუცილებელია პირი იყოს ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.
სამეცნიერო პერსონალის შერჩევა ხორციელდება დახურული კონკურსის გზით უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს შორის.

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალად, გამონაკლისის სახით, შეიძლება დანიშნულ იქნას აგრეთვე პირი, რომელსაც უნივერსიტეტში არ უჭირავს აკადემიური თანამდებობა და გააჩნია შესაბამისი სამეცნიერო გამოცდილება ან კვალიფიკაცია, ამასთანავე არ არის სხვა დაწესებულების აფილირებული წევრი.