ფრანგულ-ქართული იურიდიული ლექსიკონი
20 December 2020
0
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში გამოიცა ფრანგულ-ქართული იურიდიული ლექსიკონი. ლექსიკონის ავტორია საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი იოსებ კელენჯერიძე.
ავტორს იურიდიული განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული, ლექსიკონის ძირითადი ნაწილი სწორედ ფრანგული სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებისა და სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პროცესში მოკრებილი ტერმინოლოგიის დამუშავების გზითაა აგებული.
ნაშრომში თავმოყრილია როგორც სამართლის ცალკეული ტერმინები, ასევე იურიდიული ფრაზები და გამოთქმები, რომლებიც თანმიმდევრულად, ფრანგული ანბანის მიხედვით არის დალაგებული. ყოველ სიტყვას და იურიდიულ ფრაზეოლოგიას მითითებული აქვს შესაბამისი ქართული შესატყვისი.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს იურიდიულ სფეროში მომუშავე ფრანგული ენის მცოდნე პრაქტიკოს იურისტებსა თუ მეცნიერებს. ლექსიკონი დაეხმარება აგრეთვე პროფესიონალ თარჯიმნებს, საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც იურიდიულ განათლებას ფრანგულ ენაზე ეუფლებიან.
წიგნის დაკაბადონებაზე იზრუნა თამარ ქავჟარაძემ, გამომცემელია შპს „დანი“. შეძენა შესააძლებელია „იურისტების სამყაროში“.
პროექტი სრულად დააფინასა საფრანგეთის საელჩომ საქართველოში.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის - მისი აღმატებულება ბატონი დიეგო კოლასის შეფასებით:
˂˂მოხარული ვარ, რომ გამოიცა ფრანგულ-ქართული იურიდიული ლექსიკონი, რომლის შექმნის აუცილობლობა უკვე დიდი ხანია დგას ქართულ საზოგადოებაში, ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლას საფრანგეთში ეუფლებიან, წიგნი მნიშვნელოვანი სიახლეა. საელჩო კვლავაც გააგრძელებს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტთან ნაყოფიერ თანამშრომლობას˃˃.
Comments