მისია
ვინ ვართ ჩვენ
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი არის ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი. იგი წარმოადგენს სამართლის სამეცნიერო-აკადემიურ პლატფორმას, რომელიც თანამშრომლობს სამეცნიერო აკადემიურ ცენტრებთან, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო მაშტაბით, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ფორუმებს, დისკუსია დებატებს და ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტებს სამართლის მიმართულებით.
ჩვენი მისია
სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
რას ვაკეთებთ
თავის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტი:
- აწარმოებს თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებულ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებას.
- ახორციელებს სამართლის დარგში სამეცნიერო-კვლევით პროექტებს.
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზციებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.
- ატარებს პროფესიულ საკვალიფიკაციო კურსებს ადგილობრივ და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
- აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებს, პანელურ დისკუსიებს, საჯარო ლექციებს.
- გამოსცემს პერიოდულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „სამართალი და მსოფლიო“
- ახდენს კვლევითი შედეგების პოპულარიზაციას.
- ხელს უწყობს კვლევებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ჩართვასა და წახალისებას.