ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის განვითარებისა და სტანდარტიზაციის საკითხები – იოსებ კელენჯერიძის შეფასებები სატელევიზიო ეთერში
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, იოსებ კელენჯერიძე, სტუმრად იმყოფებოდა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში, სადაც ქართულ ენაში სამართლებრივი ტერმინოლოგიის სწორ გამოყენებაზე ისაუბრა.
საუბრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ სამართლებრივ პრაქტიკასა და მედიაში არასწორი იურიდიული ტერმინების გამოყენების პრობლემას. იოსებ კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ ტერმინოლოგიური სიზუსტე სამართლის სფეროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება სამართლებრივი ნორმების სწორ გაგებასა და გამოყენებას.
გადაცემის დროს ასევე აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ქართული იურიდიული ლექსიკონის შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ქართული იურიდიული საზოგადოებისთვის. აღნიშნული ლექსიკონი ხელს შეუწყობს სამართლებრივი ტერმინების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბებას, რაც გაამარტივებს როგორც პროფესიონალ იურისტთა საქმიანობას, ასევე დაეხმარება ჟურნალისტებსა და ფართო საზოგადოებას სამართლებრივი ტერმინების სწორად გამოყენებასა და დამკვიდრებაში.
იოსებ კელენჯერიძის განცხადებით, ქართული იურიდიული ლექსიკონის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლებრივი კულტურის განვითარების, სამართლებრივი კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერების მიმართულებით.
კომენტარები