
სამართალი და მსოფლიო ბერლინის დეკლარაცის ხელმომწერი მხარე გახდა
სამართალი და მსოფლიო ბერლინის დეკლარაცის ხელმომწერი მხარე გახდა (720 10.01.2022). ბერლინის დეკლარაცია, ხელს უწყობს ინტერნეტს, როგორც ფუნქციონალურ ინსტრუმენტს, სამეცნიერო ცოდნის ბაზისა და ადამიანური განვითარებისათვის. დეკლარაციის თანახმად, ცოდნის გავრცელების უნიკალური მისია მხოლოდ ნახევრად სრულდება, თუ ინფორმაცია ფართო და ხელმისაწვდომი არ იქნება საზოგადოებისთვის.
ცოდნის გავრცელების ახალი შესაძლებლობები მხარდაჭერილი უნდა იყოს არა მხოლოდ კლასიკური ფორმით, არამედ და უფრო მეტად ღია წვდომის პარადიგმის მეშვეობით ინტერნეტის საშუალებით. დეკლარაცია განსაზღვრავს ღია ხელმისაწვდომობას, როგორც ადამიანის ცოდნისა და კულტურული მემკვიდრეობის ყოვლისმომცველ წყაროს, რომელიც დამტკიცებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ.
„სამართალი და მსოფლიო“ გასულ წელს ბუდაპეშტის ღია წვდომის ინიციატივის დეკლარაციას (BOAI) შეუერთდა.
კომენტარები