მესამე საერთაშორისო კონფერენცია "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები"
17 September 2022
LAWANDWORLD
2018 წლის 17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართა. ღონისძიება "სამართლის საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის მოსამართლეებმა, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელებმა და სამართლის პრაქტიკოსებმა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამართლებრივ სისტემას, მოხდა პარალელების გავლება აშშ-სა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკებს შორის, ხაზი გაესვა ქართული მართლმსაჯულების მიღწევებსა და გამოწვევებს. ამერიკელ მოსამართლეებს შორის იყვნენ - ბილ კოჩი - პაულ ანდერსონი - მერი იუნკერი - დეან ჰაილგერსი - ჯეკ რაისი. (სესილი და ანა ესენი ასე იწერება: Bill Koch - Paul Anderson - Mary Yunker - DeAnne Hilgers - Jack Rice)
ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ნადარეიშვილიც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში გამოიკვეთა თუ როგორ მოქმედებს და რას ეყრდნობა ამერიკული მართლმსაჯულება: "მათი ხედვები, ანალიზი, პრაქტიკული გამოცდილება თუ მორგებული იქნება ქართულ სამართლებრივ სივრცეს, შემდგომში შესაძლებელი იქნება გამოყენებული იყოს უშუალოდ პრაქტიკაში".
ამერიკელმა მოსამართლემ, ჯეკ რაისმა კი ხაზი გაუსვა სასამრთლო ადმინისტრაციის, პროკურორების, მოსამართლეებისა და ადვოკატების მიერ მოქალაქეების სათანადო მომსახურების მნიშვნელობას. მისი თქმით, მთავარია, რომ მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ.
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ისნტიტუტის ორგანიზებით, აშშ-ის სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებმა 15 მაისს შეხვედრები გამართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარესთან, საქართველოს მთავარ პროკურორთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრებთან, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან. 16 მაისს, აშშ-დან მოწვეულმა მოსამართლეებმა ევროპის უნიერსიეტში გამართეს მასტერკლასი, მათ აშშ-ის გამოცდილება გაუზიარეს ქართველი სამართალმცოდნეებს, არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგნელებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.