ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი არის ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი (ააიპ). იგი წარმოადგენს სამართლის სამეცნიერო-აკადემიურ პლატფორმას, რომელიც თანამშრომლობს აკადემიურ ცენტრებთან მსოფლო მასშტაბით, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ფორუმებს, დისკუსია-დებატებს და ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტებს სამართლის მიმართულებით.
ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „სამართალი და მსოფლიო“. ჟურნალს აქვს საერთაშორისო აღიარება მსხვილ საერთაშორისო ბაზებში. ელექტრონული ვერსიები დაცულია საერთაშორისო ციფრულ საცავში Internet Archive და CLOCKSS.
ინსტიტუტი სამართლის სფეროში ახალი ცოდნის გენერირების მიზნით, ყოველ წელს ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სამართლის სხვადასხვა დარგში. კურსებს უძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, პროფესორები, პირები, რომლებიც სამართლის სფეროში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. აღნიშნული კურსები 2016 წლიდან ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება და ეს უკვე ინსტიტუტის ტრადიციაა.
ბოლო სიახლეები
ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ Ulrichsweb-...
2025 წლის 18 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის სა...
2025 წლის 15 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის...
2024 წლის 6 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის ს...
2024 წლილს 26 ივლისს ზურაბ ჟვანიას სახელობის...