მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები"
17 September 2022
LAWANDWORLD
2019 წლის 19 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისი მარიოტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ გაიმართა.
კონფერენციის მომხსენებლებმა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების ქართულ მართლმსაჯულებაში დანერგვის პრაქტიკასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ როგორც ქართველი პრაქტიკოსი იურისტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ექსპერტები და სტუმრები, რომლებმაც საკუთარი საერთაშორისო გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა სამართლის ინსტიტუტის მიერ სპეციალური მოწვევით საქართველოში მყოფი ადვოკატი ინდიანას შტატიდან (აშშ), პროფესორი დევიდ კოლბე. (David Kolbe)
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მინდია უგრეხელიძემ. მისი განცხადებით:
„დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა სამართლის ცხოვრების ისტორიაში. იმიტომ რომ ყოველწლიურად თანდათან უფრო მაღლდება დონე, სულ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა იჩენს თავს და გამოჩენილი ახალგზრდების რიცხვი მატულობს, ევროპის უნივერსიტეტი ერთ ერთი მეწინავე უნივერსიტეტი გახლავთ სხვა უნივერსიტეტს შორის. დღვანდელი დღე ხელშ შეუწყობს შემდგომ განვითარებას, იმიტომ რომ ის სტიმულს მისცემს იმ თემების უკეთ დამუშავებას, რომეილც იყო ასე თუ ისე გაშუქებული მაგრამ შეიძლება მათი კიდევ უფრო გაღრმავება“.
კონფერენციის ორგანიზატორის, სამართლის ისნტიტუტის დირექტორის - იოსებ კელენჯერიძის განცხადებით: „კონფერენციის თემის აქტუალურობას განაპირობებს თავად მართლმსაჯულების ბუნება, ვინაიდან მართლმსაჯულების დანიშნულებაა სამართლიანობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეცნიერულ დონეზე, რათა ამ იდეალს - სამართლიანობას მაქსიმალურად მივუახლოვდეთ.