საერთაშორისო კონფერენცია „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები 2020“
17 September 2022
LAWANDWORLD
2020 წლის 28 ნოემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები 2020“ ჩატარდა.
ღონისძიება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მასში სამართლის სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს როლი არჩევნებში, მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ა.შ.
სიტყვით წარსდგა არიზონას შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (აშშ), კენტუკის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი, ადვოკატთა/მედიატორთა ასოციაციის წევრი კენეტ ფილდსი. მან აშშ-ში არჩევნების დროს სასამართლოს როლზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ქართული აუდიტორიის წინაშე.