ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
15 July 2019
0
2019 წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ ჩატარდა.
ტრენინგ-კურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კურსის მონაწილეებს, შესაბამისი ტესტირების ჩაბარების შედეგად, სერტიფიკატები გადაეცათ.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროფესორი დევიდ კოლბე ვალპარაისოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორია (აშშ. ინდიანას შტატი). იგი გახლავთ ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის და ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
Comments