იმიტირებული სასამართლო პროცესი
15 June 2019
0
2019 წლის 8-10 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდა ლიდერებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პირველი საერთო პროექტი: „იმიტირებული სასამართლო 2019“-ის ზაფხულის სეზონი გაიმართა.
ღონისძიებაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის გახსნის დღეს, ახალგაზდებს მასტერკლასი ჩაუტარდათ, სადაც მსმენელებს გააცნეს სასამართლო პროცესის შესავალი სიტყვის აგების ტექნიკა, დაკითხვის ტაქტიკა და სხვა საპროცესო უნარ-ჩვევები.
პროცესი ორდღიანი შიდასაკომიტეტო მუშაობით გაგრძელდა. დასკვნით დღეს გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომელებიც შემდგომში ზაფხულის სეზონის მოსაგებად იბრძოლებენ.
გამარჯვებულებს საზეიმოდ სერტიფიკატი გადაეცათ.
Comments