საერთაშორისო სისხლის სამართალი
20 November 2018
0
2018 წლის 5-16 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი სამხრეთ კაროლინას (აშშ) მოქმედი პროკურორის (წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში) უილიამ ვოტკინსის სპეც კურსს მასპინძლობდა. ღონისძიების ძირითადი თემა იყო საერთაშორისო სისხლის სამართალი და აშშ-ს საკონსტიტუციო სამართალი. კურსი სრულად დააფინანსა ევროპის უნივერსიტეტმა და მასში მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
ღონისძიების დასასრულს, 16 ნოემბერს, კურსის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომლის შედეგების საფუძვლეზეც, ნაწილს მსმენელის, ნაწილს კი მონაწილის სერტიფიკატი გადაეცა.
უილიამ ვოტკინსის ავტორობითაა გამოცემული ცნობილი წიგნი – „ამერიკის დამოუკიდებლობის აღდგენა – კენკუტისა და ვირჯინიის რეზოლუციები და მათი მემკვიდრეობა“. ის ასევე არის ოკლანდის (აშშ, კალიფორნია) დამოუკიდებელი ინსტიტუტის მკვლევარი.
Comments