ევროპის სამეზობლო პოლიტიკა,
23 January 2017
0
2017 წლის 22 იანვარს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. მასტერ კლასს უძღვებოდნენ პოლონელი ევროპარლამენტარები კაროლ ადამ კარსკი და პიოტრ ჟაკ რაზვადოვსკი. სტუმრები იმ გამოწვევებზე ესაურბნენ სტუდენტებს, რამაც თავი იჩინა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე.
კაროლ ადამ კარსკი გახლავთ დამსახურებული იურისტი, აქვს კვლევები საერთაშორისო საჯარო სამართლში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი პოლონეთისა და საქართველოს თანამშრომლობაში და ევროპის კავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
პიოტრ ჟაკ რაზვადოვსკს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან. იგი გახლავთ პოლონეთის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეროვნული უშიშროების კათედრის გამგე.
Comments