სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მადლობა ევროპის უნივერსიტეტს
სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტმა (Fondation René Cassin) ევროპის უნივერსიტეტს სამადლობელი
წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ხაზგასმულია ორ ინსტიტუციას შორის წარმატებული თანამშრომლობა,
მაღალი დონის აკადემიური პარტნიორობა და ერთობლივად განხორციელებული ინიციატივების
მნიშვნელობა.
წერილი უკავშირდება
თბილისში ევროპის უნივერსიტეტისა და Fondation René Cassin-ის თანამონაწილეობით ჩატარებულ
ადამიანის უფლებათა ტრენინგს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო
აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ადამიანის უფლებების სფეროში პროფესიული
ცოდნის გაზიარებაში.
წერილის ავტორი,
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, გაეროს წამების კომიტეტის წევრი,
პროფესორი Sébastien Touzé, განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ევროპის უნივერსიტეტის
მიმართ გაწეული მასპინძლობის, ღონისძიებების პროფესიული ორგანიზებისა და თანამშრომლობის
განვითარების მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევისათვის.
სამადლობელ წერილში
ხაზგასმულია ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, იოსებ კელენჯერიძის,
წვლილი, რომლის აქტიურმა ჩართულობამ და ეფექტიანმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
სტრასბურგის ინსტიტუტის
შეფასებით, ევროპის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებები გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური
სტანდარტებით, პროფესიული გარემოთი და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ
მიმართული ხედვით, რაც პარტნიორობის შემდგომი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.
ინსტიტუტის მიერ
გამოგზავნილი სამადლობელი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის უნივერსიტეტსა და
Fondation René Cassin-ს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და საერთაშორისო საგანმანათლებლო
თუ სამეცნიერო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საერთო ინტერესს.