სამართალი და მსოფლიო“ DOAJ-ის ოფიციალური წევრი გახდა
სამეცნიერო ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო ინდექსირების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმაზე — DOAJ (Directory of Open Access Journals).
DOAJ 2003 წელს დაარსდა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში და დღეისათვის აერთიანებს მსოფლიოს 10,000-მდე მაღალრეიტინგულ ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვისა და აკადემიური საზოგადოებისთვის, რომლებიც ეძებენ სანდო და ხარისხიან სამეცნიერო ინფორმაციას.
პლატფორმა მოიცავს მრავალ დარგს, მათ შორის ეკონომიკა, პოლიტიკა, საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
„სამართალი და მსოფლიოს“ DOAJ-ში რეგისტრაცია მნიშვნელოვანი წინსვლაა ჟურნალისთვის. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის ავტორების საერთაშორისო ცნობადობას, აუმჯობესებს ნაშრომების ციტირებადობას და აძლიერებს ჟურნალის პოზიციებს გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.