ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი

იოსებ კელენჯერიძე


საერთაშორისო სამართლის დოქტორი
ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
საერთაშორისო ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი


იოსებ კელენჯერიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2000 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, რომანისტიკის სპეციალობით. 2005-2007 წლებში სწავლობდა საფრანგეთში გრენობლის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Maset II). 2015 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი.

გავლილი აქვს დიპლომირებული პროფესიული სასწავლო წვრთნის კურსები საერთაშორისო სამართალში ჟან მონეს (რენი) და სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტებში. ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადამიაში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. არის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „სამართალი და მსოფლიოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტის, სემინარისა და პროფესიული ტრენინგის ორგანიზატორი და მონაწილე.

იოსებ კელენჯერიძე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია და მრავალი სამეცნიერო სტატია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში.

პოზიცია

დირექტორი

ტელეფონი

2 000 171

ელ.ფოსტა

ioseb.kelenjeridze@eu.edu.ge

შიდა ნომერი

116