ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი
მარკ სპეისერი - მოსამართლე (აშშ)
მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რომლის შემდეგაც, 1972 წელს - ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. სპეისერი აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. მას მოსამართლეობის 30 წლიანი გამოცდილების მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ს ე.წ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასამართლოების განვითარებაში. კერძოდ, მისი აქტიური თანამონაწილეობით შეიქმნა ამერიკაში პირველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეებზე პეციალიზირებული სასამართლო. იგი იყო ფლორიდის შტატის არჩეული მოსამართლე. ამჟამად ქ. მაიამის მოსამართლეა. სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ ქამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის: ჩეხეთის მასარაკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის ინვერსიტეტსა და აშშ-ს სხვადასხვა შტატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
რობერტ ტრაჩმანი - ადვოკატი (აშშ)
რობერტ ტრაჩმანი სისხლის სამართლის მიმართულებით 30 წლიანი გამოცდილების მქონე საყოველთაოდ აღიარებული ადვოკატია. 1973 წელს ტულანის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული ხარისხი. ხანგრძლივი კარიერის პეროდში იგი სისხლის სამართლის მრავალ საქმეში იყო ჩართული, მათ შორის: მკვლელობა, სექსუალური მოქმედებით შეურაცხყოფა ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვა მრავალი მძიმე თუ მცირე დანაშაულები. მისტერ ტრაჩმანი მუშაობდა განქორწინების, ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფის, ქონების მართვის საკითხებზე. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად გახდა ფლორიდის უზენაესი სასამართლოს სერტიფიცირებული საოჯახო მედიატორი. ასწავლიდა ამერიკულ სამართალსა და იურისპრუდენციას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში: ადიუნქტ-პროფესორი - ნოვას სამხრეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტი, შეერთებული შტატები. რუსეთის იუსტიციის აკადემიის მოწვეული ფაკულტეტის წევრი, მოსკოვი (2002-2006). რუსეთის იუსტიციის აკადემია - საერთაშორისო სტუდენტებს ამერიკის სამართლებრივ სისტემასა და ამერიკულ სისხლის სამართლის პროცედურებს ასწავლიდა. ამჟამად, ზალცბურგის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევების ცენტრის უფროსი პროფესორია და ასწავლის სისხლის სამართალს და ამერიკულ სამართალმცოდნეობას მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.