×
მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის მეცნიერების თანამედროვე ტენდენციები“
17 September 2022
LAWANDWORLD
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის მეცნიერების თანამედროვე ტენდენციები“ გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, ასევე სხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
მეცნიერებმა იმსჯელეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, განხილული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიღებაც ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
კონფერენციაზე განხილული იქნა აგრეთვე შემდეგი თემები:
- სიამის ტყუპებთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე ქართულ სისხლის სამართალში.
- სამართლის ნორმის შეფარდება და მისი მეთოდები.
- მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებების კვალიფიკაციის ძირითადი ასპექტები.
- ბრალდებულის ქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივი საფუძვლები (შედარებითი ანალიზი).
- დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა სისხლის სამარლის კანონმდებლობასთან.