
მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
27 October 2021
LAWANDWORLD
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანაორგანიზებით, 2021 წლის 23 ოქტომბერს, „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.
მონაწილე ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
სიტყვით წარსდგნენ: საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე მარსელ კლაჯნბერგი (გრენობლი, საფრანგეთი). საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი - თათია დოლიძე.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე საფრანგეთის საელჩოს, UNICEF-ს და ONG-ს წარმომადგენლები.

















