
საერთაშორისო კონფერენცია - საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ
23 July 2022
LAWANDWORLD
2022 წლის 23 ივლისს სასტუმრო თბილისი მერიოტში ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანაორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“ გაიმართა.
კონფერენცია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალურ თემას - უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას მიეძღვნა და განკუთვნილი იყო როგორც სამართლის, ასევე აღნიშნულ თემაზე მომუშავე საჯარო პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებისათვის.
კონფერენცია სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა იოსებ კელენჯერიძემ გახსნა. სტუმრებს მიესალმენენ საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი.
მოხსენებით წარსდგნენ:
- როსტან მეჰდი - მარსელის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო სამართლის ასოცირებული პროფესორი, ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი. ექსის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი.
- ანნ ჰამონიკი - უნივერსიტეტ რენ 1-ის პროფესორი ევროპულ სამართალში. დასავლეთის ინსტიტუტის მკვლევარი (IODE).
- კაუპო კანდი - ჰააგის ტრიბუნალის თბილისის ოფისის დირექტორი
- ნინო ნიკოლეიშვილი - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი.
- ხათუნა ბურკაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი.
- მერი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში.
კონფერენციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ იურისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მთავრობის ოფიციალური პირები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მსოფლიოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სამართლებრივ ჭრილში განეხილათ და პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრათ.
კონფერენციის მსვლეობისასა გაიმართა აგრეთვე ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემის „შედარებითი სისხლის სამართალის“ პრეზენტაცია.





























