საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები”
17 September 2022
LAWANDWORLD
2023 წლის 25 ნოემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის
ორგანიზებით, „თბილისი მარიოტში” საერთაშორისო კონფერენცია -
“საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივები” გაიმართა.
კონფერენციაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების,
სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ აკადემიური
დისკუსია გაიმართა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ევროპის უნივერსიტეტის სამართლის
ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იოსებ კელენჯერიძემ გახსნა.
მოხსნებებით წარსდგნენ უცხოელი ექსპერტი პიერ ანდრიე (საფრანგეთის
ყოფილი ელჩი ტაჯიკეთში, მოლდავეთში, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ფარგლებში), დავით ბუჯიაშვილი (საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და
სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი), ლევან მესხორაძე
(ევროკავშირის, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი), კახა გოგოლაშვილი
(ევროკავშირის ექსპერტი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევის ცენტრის
დირექტორი), ნინო მიშიძე (იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის
დეპარტამენტი), პაატა გაფრინდაშვილი (საქართველოს რეფორმების ასოციაციის
დირექტორი), დიანა ხომერიკი (პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო
ურთიერთობებში), თათია დოლიძე (ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის
დეკანი).
სტუმრებს შორის იყვნენ პროფესორები, მკვლევრები, საქართველოს მთავრობის
წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, აღნიშნულ თემაზე მომუშავე
არასამთავრობო სექტორი, უცხოელ ექსპერტები.
კონფერენციაზე მოხდა სამართლის ინსტიტუტის კვლევბის ფარგლებში
გამოცემული მონოგრაფიების „სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიური
პრობლემები“ (ავტორი მიხეილ ბიჭია) და „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების
გამოყენება საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესში“ (ავტორი თამარ
მსხვილიძე) პრეზენტაცია.