
საქართველო და ევროკავშირი - სამართლებრივი და პოლიტიკური ვექტორები
6 February 2024
LAWANDWORLD
2024 წლის 6 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „საქართველო და ევროკავშირი - სამართლებრივი და პოლიტიკური ვექტორები“.
ღონისძიება საქართველოში არსებული ქუჩის დემოსნტრაციების გათვალისწინებით დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მასში სამართლის სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის, სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ აკადემიური დისკუსიის წარმართვა იყო.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველო ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე არსებული გამოწვევები, გაწევრიანების სამართლებრივი ასპექტები, გამჭვირვალობის კანონის სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება და ა.შ.
უცხოელი ექსპერტები:- ემანუელ მორუჩი - სოციოლოგიის დოქტორი, ბრესტის დასავლეთის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბრესტი, ბრეტანი, საფრანგეთი. ევროკომისიის "ევროპის გუნდი საფრანგეთი"-ის წევრი. CECI - ევროპის მოქალაქეობისა და იდენტობების წრის პრეზიდენტი.
- ჰანს-იურგენ ზაჰორკა – ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ევროპული ინსტიტუტის "ლიბერტას" დირექტორი.
- ლევან მესხორაძე - ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეროვნული/საერთაშორისო ექსპერტი.
- ნონა გელაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი.