მემორანდუმი მაქს პლანკის ინსტიტუტთან
29 October 2019
0
2019 წლის 28 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტს ფრაიბურგის მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გერმანიის დამსახურებული პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი ეწვია. იგი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო საკითხებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტსა და ევროპის უნივერსტიტეტის სამართლის ისნტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პროფესორმა ჰანს იორგ ალბრეხტმა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტს, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით შესთავაზა:
ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტები;
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების კვლევითი ვიზიტები მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში;
წვდომა მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკასთან, რომელსაც გააჩნია ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ლიტერატურის რესურსი სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებებით;
მონაწილეობა საერთო სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში;
ერთობლივი სიმპოზიუმების, ვორქშოპებისა და კონფერენციების მოწყობა;
სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცემებისა და ინფორმაციის გაცვლა.
ამასთან, მხარეები ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის ერთობლივი ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.
Comments