საერთაშორისო სისხლის სამართალი
30 June 2018
0
2018 წლის 11-15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი ჩატარდა. პროფესიული ტრენინგ კურსი საერთაშორისო სისხლის სამართალს ეხებოდა. ღონისძიების გახსნას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელი – კაუპო კანდი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – ჟავ ივ ლავუარი.
მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ:
ელენე ჩაიტიდუ – ჰააგის საერთაშორისო სისხლის საასმართლო.
რიკ ლევსონი – ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) სამართლის სკოლა
ფილიპ კურა – ჟენევის უნივერსიტეტი
პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაძლიერებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილება.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო ლტოლვილთა სამართლის კურსები მონაწილეებს დაეხმარებათ კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების მართვაში.
Comments