სამოქალაქო სამართლაწარმოება აშშ-ში
15 October 2017
0
017 წლის 2-13 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტმა მორიგი პროფესიული საერთაშორისო ტრენინგ კურსი გამართა თემაზე: „სამოქალაქო სამართალწარმოება აშშ-ი“. კურსს უძღვებოდა ამერიკელი პროფესორი, სამოქალაქო სამართლის ექსპერტი და ადვოკატი – თომას პოუპი.
ლექციები ინგლისურ ენაზე წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ამერიკელი ექსპერტის თვალით დანახულ აშშ-ს სამოქალაქო სამართალწარმოებას საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში გაცნობოდნენ. განხილულ იქნა საქმის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, მოწმის დაკითხვა, დაცვის და მოწინააღდეგე მხარის უფლებები, სამხილების შესწავლა, მოსამართლის როლი სამოქალაქო პროცესში.
შესაბამისი ტესტირების ჩაბარების შემდგომ, საზეიმოდ გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის უნივერსიტეტს იმ თბილი დახვედრისათვის, რაც თბილისში ვიგრძენი. ორი კვირის განმავლობაში მე ვკითხულობდი ლექციებს ევროპის უნივერსიტეტში “სამოქალაქო სამართლაწარმოება აშშ–ში“. ამ პერიოდის განმავლობაში მე მივიღე უზომოდ დიდი გამოცდილება სტუდენტებთან ურთიერთობაში. ევროპის უნივერიტეტის სტუდენტები არიან ძალიან ჭკვიანები და აქტიურები, მათთან ლექციების ჩატარება ძალიან სასიამოვნო იყო. მე სიამოვნებით გავაგრძელებ მათთან კონტაქტს და მივადევნებ თვალს მათ კარიერულ თავგადასავლებს მომავალში.
>
ქართველები არიან ძალიან თბილები და გულუხვები. არასდროს დამავიწყდება თბილისში ვიზიტი. ჩვენ მოგვატარეს სხვადასხვა ულამაზესი ადგილები, მათ შორის კახეთი. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ქართული ღვინო კი საუკეთესოა მსოფლიოში. მე აღფრთოვანებული ვარ ქართული კულტურით, ცეკვით,სიმღერით, ფოლკლორით, ქართული კერძებით, საქართველო არის შესანიშნავი მასპინძელი და ჩვენ მუდამ გვემახსოვრება თქვენი ულამაზესი ქვეყანა.
Comments