მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები,
25 October 2016
0
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საერთშორისო სამართლის პროფესიული სასწავლო კურსი ჩატარდა. კურსს უძღვებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), ადვოკატი როჯერ ჰიატი.
პროგრამა ინგლის-ამერიკული სამართლის თავისებურებების გაცნობას მოიცავდა. სტუდენტები პრეცედენტული სამართლის კონტინენტური სამართლის სისტემისაგან განსხვავებებს და სპეციფიკურ მიდგომებს გაეცნენ. ლექციები უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით.
კურსის ბოლოს ჩატარდა ტესტური გამოცდა. წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ წარმატების სერტიფიკატებით. სტუდენტებმა, რომლებმაც ვერ დააგროვეს სათანადო ქულა, გადაეცათ მონაწილეობის ატესტატები.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ადვოკატი ქართველ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს სამართლებრივ სისტემების დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს.
Comments