საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალი
20 October 2015
0
2015 წლის 9-19 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტმა მასტერ კლასი გამართა თემაზე: საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალი. მასტერ კლასს უძღვებოდა აშშ-დან სპეციალურად მოწვეული სტუმარი, ვირჯინიის შტატის რიჩმენის უნივერსიტეტის პროფესორი რობ ჰოუენსი.
ამერიკელი პროფესორი 10 დღის მანძილზე ატარებდა მასტერ კლასს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, პარალელურად იგი აშშ-ს კონსტიტუციაზე ესაუბრებოდა მსმენელებს.
ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწუყვეტილებით, რობ ჰოუკენსს სასწავლო პროცესში შეტანილი წვლილისთვის ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
რობ ჰაუკენსმა 1971 წელს ამჰერსტის კოლეჯში დაიცვა საბაკალავრო ხარისხი აშშ-ს ისტორიაში. 1971-73 წლებში სწავლობდა ინგლისის კემბრიჯის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1973-76 წლებში ვირჯინიის უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი სამართალში. 1976 წლიდან დღმდე არის ადვოკატი ვაშინგტონში. 1998 წლიდან რობ ჰაუკენსი მუშაობს ასევე საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს რიჩმონის უნივერსიტეტში (University of Richmond) საარბიტრაჟო სამართალსა და აშშ-ს კონსტიტუციაში. მიწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნებში ლექციების წასაკითხად, კერძოდ: ლიტვა, კოსოვო, რუსეთი და საქართველო (ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში).
Comments