ეკა კაველიძე
ეკა კაველიძე ამჟამად არის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ამავდროულად, იკავებს ამავე ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელის პოზიციას.
ეკა კაველიძემ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები და მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. 2017 წელს, ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - „უნდობლობის ვოტუმის კონსტიტუციური მექანიზმი საქართველოში“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2013 წლიდან დღემდე ეკა კაველიძე აქტიურად ეწევა სალექციო საქმიანობა კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და ადამიანის უფლებათა/თავისუფლებათა სამართლის კუთხით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. ამჟამად არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.
ეკა კაველიძეს მოგებული აქვს სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული პირველი სადოქტორო გრანტი და აღნიშნულის საფუძველზე, დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2014 წლიდან, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი 2021 წლიდან, ხოლო ICON.S-ს საქართველოს დამფუძნებელი და საბჭოს წევრი 2020 წლიდან.
ეკა კაველიძეს აქვს 10-ზე მეტ წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში იურისტად მუშაობის, ასევე მკვლევარის, მეცნიერის, შემფასებლის, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და რეცენზენტობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის გამოცემებში.
პოზიცია
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
ტელეფონი
2 000 171
ელ.ფოსტა
შიდა ნომერი
124