ეკატერინე ლაფაჩი
ეკატერინე ლაფაჩი არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მიმართულება: კერძო სამართალი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: უძრავ ნივთებზე სანივთო უფლებათა რეგისტრაციის გავლენა სანივთო უფლებათა განხორციელებასა და დაცვაზე. პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან. პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობას ეწევა დღემდე. არის კავკასიის სამართლის სკოლისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იგი პარალელურად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეფორმისა და იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი კომისიის წევრი, ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები, იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი. ასევე მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ასევე ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ეკატერინე ლაფაჩი არის DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) არაერთგზის სტიპენდიანტი. ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
პოზიცია
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
ekaterine.lapachi@tsu.ge
შიდა ნომერი