ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი

ლევან მესხორაძე


2009 წელს ჩაირიცხა თსუ-ის დოქტორანტურაში კერძო სამართლის მიმართულებით. 2007-2008 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ამავე წლებში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, ასევე, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010 წლიდან დღემდე ახორციელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2019 წელს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 10 წიგნის სახითაა გამოცემული. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, უცხოურ ენებზე.

2022 წლის ივნისიდან არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი კვლევის სფეროა: სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელშეკრულებო სამართალი, არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულებები, სამედიცინო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა კერძო სამართალში, სამოქალაქო საპროცესო სამართალი.

პოზიცია

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

ტელეფონი

ელ.ფოსტა

შიდა ნომერი